თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან ერთად ძალიან მძიმე იყო მეუფე პეტრეს განცხადებები, რომლებიც ზოგიერთ მაღალ საეკლესიო იერარქსა და მდივან-რეფერანტს ეხებოდა.
მამა გიორგი ზვიადაძის განმარტებით, მეუფე პეტრეს საჯაროდ საუბრის ნაცვლად, საკითხი განსახილველად სინოდის სხდომაზე უნდა გაეტანა.
„პიროვნებები, რომლებიც დასახელდა მეუფე პეტრეს მიერ, ყველა მათგანთან მიხდება შეხება. ეს პიროვნებები საქართველოს პატრიარქის გვერით დგანან, ესენი არიან უაღრესად ერთგულნი საქართველოს ეკლესიის, ამის თქმის საფუძველი მაქვს. თუკი მეუფე პეტრე აქვს საფუძველი სხვაგავარად იფიქროს და თქვას, ამისთვის არსებობს წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მღვდელმთავარი მოვალეა, კანონიკური ნორმების მიხედვით გაითვალისწინოს ის სამართლებრივი პროცედურა, რასაც ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართალი ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. უცბად ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ხდება საჯარო სივრცეში განცხადების გაკეთება, რამაც ადამიანებს კითხვები გაუჩინა თუ ვინ მართავს საქართველოს ეკლესიას. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს აქვს ნების სიმტკიცე და როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მას აქვს უაღრესი სიმკაცრე და პატრიარქი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ეკლესიაში მოვლენები არასწორად განვითარდეს. რა ამოძრავებს მეუფე პეტრეს არ ვიცი. ვფიქრობ, კათოლიკოს-პატრიარქი როცა საქართველოში ჩამობრძანდება, შესაძლოა, გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომა. შესაძლოა, მღვდელმთავრებს ჰქონდეთ ერთმანეთთან საუბრის საშუალება", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.