თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი საკვამურში დაფიქსირდა.
მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
„ადგილზე სახანძროს 9 ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს და უახლოეს ხანში მისი ლიკვიდაცია მოხდება", - განაცხადეს უწყებაში.