logo_geo
eng_logo
გია გვიჩიანი: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის თემის გადასაფარად დამაკავეს
- +

20 თებერვალი. 2017. 12:35



 

„მე მოგვიანებით ყველაფერზე ვისაუბრებ, თუმცა, ერთი რამ ცხადია, ჩემი დაკავება უკავშირდება ჩემს საქმიანობას ენერგეტიკის სექტორში, სააკაშვილის რეჟიმს და გირგვლიანის საქმეს", - ამის შესახებ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა გია გვიჩიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„მე სასამართლოში ვცადე, ამ საქმეზე რეალობა მეთქვა. თავიდანვე დავით კეკუამ არასწორად წაიყვანა გამოძიება,, კეკუა გარდაცვლილია. მე უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით დამაკავეს", - განაცხადა გვიჩიანმა.


გვიჩიანმ მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს ირაკლი  შოთაძეს.


სააპელაციო სასამართლომ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე საქმეში სხვა ბრალდებულების განაჩენიც გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულების უმრავლესობა უდანაშაულოდ ცნო.


ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოგვიანებით ეს სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. კომპანია „AES თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლეს. გია გვიჩიანი, რომელიც „თელასში" ექსპერტად მუშაობდა, დამნაშავედ ცნეს და 2006 წელს დააკავეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner