logo_geo
eng_logo
მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დაიწყება
- +

20 თებერვალი. 2017. 17:19



მდინარე მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები იწყება. გატარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.


„მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება  წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება. სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები ჩაერთვებიან. პროცესის მიმდინარეობისას, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

 

გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე განხორციელდება - ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან (რესტორანი „აფხაზეთის" მიმდებარედ).

 

კომპლექსური ღონისძიებების ციკლი ხვალ, 21 თებერვალს დაიწყება", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner