logo_geo
eng_logo
აეროპორტში ილია მეორის დასახვედრად სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა
- +

20 თებერვალი. 2017. 17:52



თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დასახვედრად სასულიერო პირები და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი იკრიბება.


ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ. ასევე, ჯებირებით შემოსაზღვრულია ადგილი, სადაც მრევლია შეკრებილი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბერლინში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია და ის რამდენიმე წუთში დაბრუნდება საქართველოში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner