logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ვფიქრობთ, შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანოთ დასკვნა
- +

20 თებერვალი. 2017. 19:12



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის აეროპორტში, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ბრძანა, რომ საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლის საკითხს და გამოიტანს დასკვნას.


„თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ. მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, თქვენი ლოცვებისთვის. მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესიონალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით. სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ", - ბრძანა ილია მეორემ.


უწმინდესმა აეროპორტის დატოვებამდე, რის შემდეგაც სამების ტაძარში წაბრძანდა.



პატრიარქის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 18:12 საათზე დაეშვა. აეროპორტის დატოვებამდე პატრიარქი და მისი ესკორტი იმ ადგილზე გაჩერდა, სადაც მათ მრევლი, სასულიერო პირები და მედია ელოდებოდა. უწმინდესი მათ მიესალმა, დალოცა და შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner