მეუფე ზენონი: ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზენონის განცხადებით, ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია. მისი თქმით, ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს დაშვებული, თუმცა არ ეთანხმება იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო დროს მეუფე პეტრეს მხრიდან გაკეთდა.
„ხვალიდან უფრო თვალნათელი გახდება მოვლენები. ქალბატონ შორენას ვიცნობ 1989 წლიდან. ვიცნობ ძალიან კარგად და ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია. მეუფე პეტრემ კარგად იცის, რომ მას არ ვეთანხმები. ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს, მაგრამ მეუფე პეტრეს არ ვეთანხმები გაკეთებულ განცხადებებში. აუდიტის შემოსვლა საკმაოდ ნორმალური ფორმაა. მე თვითონ 5 წლის განმავლობაში ვიყავი საფინანსო ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე და თავად ვიყავი ინიციატორი საპატრიარქოში აუდიტის შემოსვლის. ამის საჭიროება დღესაც არსებობს. ვფიქობ, არც სინოდის გამართვა იქნება ურიგო", - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა.