logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: პატრიარქს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ აქვს
- +

20 თებერვალი. 2017. 23:14



უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ საპატრიარქოში, ილია მეორესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა დაახლოებით იცის მამა გიორგის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.


„როგორც მე შევამჩნიე, პატრიარქს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა დაახლოებით იცის მამა გიორგის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ვფიქრობ, უნდა იცოდეს უწმინდესმა უფრო მეტი, ვიდრე დღეს იცის. ალბათ ამას გადაწყვეტენ მეუფეები და გადაწყვეტს საპატრიარქო. მე მჯერა მისი სიბრძნის, რომ ის გაუძლებს ყველაფერს.

 

ასევე შევხვდი შორენა თეთრუაშვილსაც. მან თქვა, რომ არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენეს პატრიარქისა და საპატრიარქოსთვის დარტყმის მისაყენებლად. მისი აზრით, გარკვეულ ძალებს სურდათ დისკრედიტაცია და დასუსტება იმ გავლენის, რაც საპატრიარქოს აქვს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner