logo_geo
eng_logo
რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება
- +

22 მარტი. 2017. 00:46



რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების რიკოთის პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება. ამის შესახებ „საქმის კურსს" ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი მატკავამ განუცხადა. მისი თქმით, შეიქმნება რიკოთის გზის ალტერნატიული გზა, რომელიც შემდგომში არ არის გამორიცხული ფასიანიც გახდეს. როგორც მატკავა აცხადებს, სამინისტროს მომავალი 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდ ნახევარი დოლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი, რომლის დიდი ნაწილი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდება.

 

„მოხდება რიკოთის მონაკვეთის მოდერნიზება. გაკეთდება ფართო და ჩქაროსნული ავტობანი. შემცირდება მგზავრობის დრო. რადგან მთიანი მონაკვეთია, დასჭირდება როგორც გვირაბების, ისე ხიდების აშენება, რომ ეს გზა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და იმაზე სწრაფი, ვიდრე დღეს არის. სამუშაოები რიკოთის მისადგომებთან გადასულია აქტიურ ფაზაში. მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთის პროექტირების სამუშაოები, ხოლო მშენებლობა დაიწყება მომავალი წლიდან", - აცხადებს ირაკლი მატკავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner