logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: სააკაშვილი არის გველზე დამყნობილი მორიელი!
- +

23 მარტი. 2017. 04:16


 

„სააკაშვილი არის მანიაკთა შორის უმანიაკესი, თან გველზე დამყნობილი მორიელი. ამნაირი კაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი, გველზე დამყნობილი მორიელი და ვირთხა ყველაფერს იკისრებს. რამდენი მილიარდიც ქართველ ხალხს მოპარა, იმ ყველაფერს ჩადებს იმაში, რომ თავისი გაისწოროს. თუმცა მანამ არ აუდგეს გვერდები, სანამ ეგ არ მობრუნდეს", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ალიასთან" საუბრობს.


„ვიღაცები მაგას მხარდაჭერას უცხადებენ, ზოგი ამერიკიდან, ზოგი - ევროპიდან, მაგრამ არა მგონია, ევროპა და ამერიკა იმ ჭკუაზე იყოს, ფაქტები არ დაინახოს. მათ ძალიან კარგად იციან, სააკაშვილი რომ მანიაკია, მაგრამ წლების განმავლობაში იძახდნენ, დემოკრატიის შუქურააო და ახლა როგორი უარსაყოფია? ამათ პიარის თვალსაზრისით ყველაფერი ისე ჰქონდათ დალაგებული, ხან ჩვენც კი გვჯეროდა რაღაცები. სააკაშვილი უბრალო რაღაცას ისე გამოიყენებს ხოლმე, ნორმალური ადამიანი რომ ვერასოდეს მოიფიქრებს, მაგრამ ეს უკვე ღიმილს იწვევს.

 

ზოგიერთი გვეუბნება, ძველ საქმეებს თავი დაანებეთო, ბიჭო, დიდი სამამულო ომის მერე ებრაელები დღემდე თხოულობენ კომპენსაციას და დღემდე უგებენ წესს, ვინც რაღაცა დააშავა. 60 წელი გავიდა და ჯერ კიდევ ბევრი რამე არ არის დავიწყებული, შენ გინდა, რომ ბოლო 9 წელი დავივიწყოთ?

 

ზვიად გამსახურდიას დროს უდიდესი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ ეს 9 წელი იყო რაღაც განსაკუთრებული მანიაკალური. ქონების წართმევა, დახვრეტა, დაჩმორება, ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო. სანამ ესენი მოვიდოდნენ, ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი, ამაზე არ ვდაობ, მაგრამ რაც ამათ გააკეთეს, ეს უკვე უპატიებელია. ამათ ძალიან დიდი ფული იშოვეს, ახლა ხან თურქეთში იკრიბებიან, ხან კიევში დაბოდიალობენ, ხან სად აწყობენ საიდუმლო შეხვედრებს და იმუქრებიან აქეთ. ჩვენ ვალდებული ვართ, ამათი საქციელი შევაფასოთ და ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ. ხრუშჩოვს ყველა დასცინოდა, თითქოს არაფრად აგდებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირს თავზე მოაჯდა. მე კი ვამბობ, იმდენი არ აუდგათ გვერდები, სანამ არ მობრუნდებიან-მეთქი, მაგრამ ამათგან მაინც ყველაფერია მოსალოდნელი და ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეუძლიათ. დღეს ფინანსებს და ინფორმაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ფინანსურად ძალიან ძლიერად ხარ და საინფორმაციო იარაღიც შენს ხელთაა, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, ადამიანების მოტყუება ძალიან ბევრჯერ შეიძლება",- აღნიშნავს ჯაჭვლიანი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner