უფლებადამცველმა ალექსანდრე ახალკაცმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროინდელ მაღალჩინოსნების საქმეებზე ისაუბრა.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაია თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მოიძულა და მიატოვა. ნაციონალებს დიდად გულზე არც ვანო მერაბიშვილი ეხატებათ, მაგრამ რადგან მისი საქმე ევროსასამართლოშია, ამ თემის აპელირება აწყობთ და არ იმჩნევენ.
ასევე ზუსტად ვიცი, რომ დათა ახალაია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო სტრუქტურებთან. სხვათაშორის, ეს ინფორმაცია საბერძნეთის ციხიდან მომაწოდეს, სადაც მან გარკვეული პერიოდი გაატარა. სავარაუდოდ, ამ ხერხით გადაირჩინა თავი ერეკლე კოდუამაც, სხვაგვარად შეუძლებელია", - ამბობს ალექსანდრე ახალკაცი.