ფრაქცია "მრეწველების" წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით კოალიციიდან „რესპუბლიკელების" გასვლის მთავარი მიზეზი მრეწველების ლიდერთან კონფლიქტი იყო, რომელიც თავად დაიწყეს.
„რესპუბლიკელებმა კოალიცია დე-ფაქტოდ უკვე დატოვეს. როგორც ჩანს, თანამდებობის შენარჩუნება ვაჭრობის თემა იყო. საბოლოოდ, თანამდებობები შეინარჩუნეს და ულტიმატუმი დააყენეს, რომ თუკი ამა თუ იმ კანონში მათთვის ხელსაყრელი პოზიცია არ დაფიქსირდება, მხარს არ დაუჭერენ. როცა აცხადებენ, რომ მათთან შეთანხმების გარეშე ორგანული კანონების მიღება ვერ მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი კანონების მხარდაჭერას აპირებენ." - განახადა ზურაბ ტყემალაძემ გადაცემაში 2030.