logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ის საპარლამენტო წიოკი, რასაც მარგველაშვილი აპირებს, ფარისევლობაა
- +

6 აპრილი. 2017. 16:28




რეჟისორი გოგა ხაინდრავა პრეზიდენტის ინსტიტუტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა ფარისევლობაა.


როგორც მან „ინფო 9"-ს განუცხადა, მარგველაშვილს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების თარიღის დაგეგმვისას, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 7 აპრილს საქართველში ხარების დღესასწაული აღინიშნება.


„აქცენტი უნდა გაეკეთებინა იმაზე, რომ ხვალ ხარების დღესასწაულია და სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, იმ საპარლამენტო წიოკის დანიშვნა, რასაც მარგველაშვილი აპირებს, ფარისევლობაა, როგორც მთლიანად მისი პრეზიდენტობა. რეალურად, იმის ნაცვლად, რომ იყოს მშვიდობის მტრედი ქვეყანაში და შეეცადოს, ვნებები დააცხროს, პირიქით, კონფლიქტებს და დაპირისპირებას აღვივებს და აჩენს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


მისივე თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტმა ქვეყანაში არ გაამართლა, რადგან გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა „მძიმე და სამარცხვინო სურათია".


„ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ დღის წესრიგში უნდა დავაბრუნოთ - ღირს თუ არა ისეთი ინსტიტუტის არსებობა, რომელიც საკუთრი ინტერესებისა და პატივმოყვარეობის გამო, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს გამუდმებით უპირისპირდება. ყველამ იცის, რომ საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა. ის წესი, რომელიც ახლა მოქმედებს, არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მართვას. გიორგი მარგველაშვილი არ არის პირველი პირი ამ ქვეყანაში", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.


რეჟისორი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მესამე სექტორი - არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ მთავრობად აქცია და გადაწყვეტილებებს მხოლოდ მათთან კონსულტაციების შედეგად იღებს.


„როცა საუბარია ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე, ის საზოგადოება, რომელიც მან საკუთარ მთავრობად აქცია, ზუსტად ის არის, რასაც ის ამ ე.წ. მესამე სექტორთან ერთად აკეთებს, რადგან მხოლოდ მათთან ერთად კონსულტაციების შედეგად იღებს ამა თუ იმ ტიპის გადაწყვეტილებას, ძირითადად, ვეტოებს", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე ხვალ წარსდგება. არსებული ინფორმაციით, სხდომას მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner