logo_geo
eng_logo
მურთაზ შელიამ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საქველმოქმედო საღამო ჩაატარა
- +

12 აპრილი. 2017. 20:37




თბილისის საკრებულოს დეპუტატმა მურთაზ შელიამ რესტორან მონოპოლში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საქველმოქმედო საღამო ჩაატარა.


ღონისძიების მიზანი ბავშვებისთვის წინასააღდგომო დღეების გალამაზება იყო.


როგორც „რეპორტიორთან" საუბრისას გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილემ ნანა ციმაკურიძემ აღნიშნა, მსგავსი საქველმოქმედო საღამო გლდანის მოსახლეობისთვის სამომავლოდაც ჩატარდება.


„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მურთაზ შელიას, გლდანის მაჟორიტარ-დეპუტატს, რომელმაც გადაწყვიტა სააღდგომო დღეები საქველმოქმედო საქმიანობას დაუთმოს, ამიტომ მან სოციალურად დაუცველი ბავშვები მოიწვია და უმასპინძლა.

 

ეს ღონისძიება არ გახლვათ ერთჯერადი და მსგავსი რამ კიდევ იგეგმება", - აცხადებს ნანა ციმაკურიძე.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner