logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: ორი პარლამენტი ძალიან დიდი ფინანსური ტვირთია
- +

13 აპრილი. 2017. 15:22


 

„ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას არ ვჩქარობთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


„კონსტიტუციაში პარლამენტის მდებარეობა არ ჩაიწერება. იქ არცერთი კონსტიტუციური ორგანოს მდებარეობა არაა მითიებული. ასეა მსოფლიო კონსტიტუციებშიც. პარლამენტის ადგილსამყოფელი  ახლა იმიტომ არის მითითებული, რომ ასე უნდოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ პოლიტიკური ცენტრი თბილისიდან მოეშორებინა და ქუთაისში ან პერიფერიებში გადაეტანა. ამით ის ცდილობდა, პოლიტიკური ცხოვრებისთვის ხელი შეეშალა. კონსტიტუციონალისტები, სამართალმცოდნეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერი კონსტიტუციაში არ უნდა იყოს. თუმცა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ქუთაისიდან პარლამენტმა ხვალვე გადმოინაცვლოს თბილისში. ასე არ მოხდება. ჩვენ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას არ ვჩქარობთ. იმ დიდი ბიზნესპროექტების განხორციელების შემდეგ, რომელიც ქუთაისშია დაგეგმილი, აეროპორტთან მიმავალი რკინიგზის მშენებლობა და ა.შ. ქუთაისელები დარწმუნდებიან, რომ არანაირი ეკონომიკური მოგება არ არის არც ქუთაისისთვის და არც საქართველოსთვის, რომ ორი პარლამენტი გვაქვს. მეტსაც გეტყვით, ეს ძალიან დიდი ფინანსური ტვირთია. სამომავლოდ აუცილებლად მოხდება, რომ პარლამენტი ქუთაისიდან გადმოვა თბილისში, ეს წინასაარჩევნო  დაპირება იყო, მაგრამ უახლოს პერიოდში არ განიხილება. თუმცა, ჩვენ ჩვენი დაპირების ერთგული ვრჩებით. ამ ჩანაწერის კონსტიტუციდან ამოღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ ამისთვის მზადებას", - აღნიშნა ზვიად ძიძგურმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner