logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: არ მეგონა, რომ გივი წავიდოდა… რატომღაც ვფიქრობდი, რომ სულ იქნებოდა...
- +

13 აპრილი. 2017. 19:41



მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გივი ბერიკაშვილის ოჯახს სამოქალაქო პანაშვიდზე მიუსამძიმრა და „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ არამარტო მან, არამედ ყველა ქართველმა ძვირფასი ადამიანი დაკარგა.


„ცოტათი უფროსი, ძალიან ახლობელი მეგობარი დავკარგე, თუმცა არამარტო მე, არამედ ყველამ. ძალიან ძნელია. არ მეგონა, რომ წავიდოდა, რატომღაც სულ ვფიქრობდი, რომ იქნებოდა, არიან ასეთი პიროვნებები. იმდენად საყვარელი იყო და იმდენად კარგად იცნობდნენ, რომ ვერც წარმოგვედგინა ასეთი რამ თუ მოხდება. ყველა ძალიან ვწუხვართ", - აცხადებს ყიფშიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner