ავტორი სალომე უერთაშვილი
მსახიობმა, გივი ბერიკაშვილის მეგობარმა კახი კავსაძემ მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სევდა უზარმაზარია, რადგან კეთილი, ნიჭიერი და ძალიან დიდი კაცი წავიდა ამქვეყნიდან.
„ძალიან დიდი კაცი, მოყვასი კაცი, მართალი კაცი, ნიჭიერი კაცი, ქართველი კაცი, კეთილი კაცი წავიდა ამქვეყნიდან. შეხედეთ ხალხს, ამ კაცს აცილებს. სევდა არის უზარმაზარი. მგონი, ეს არის ყველაფერი. თუ ასე ვიცხოვრებთ, როგორც მან იცხოვრა, მგონი კარგი და სწორი იქნება. მაშინ გვეშველება რამე. გვეშველება რამე? თუ ბერიკაშვილისნაირები ვიქნებით, გვეშველება, ბატონო", - აცხადებს კავსაძე.