logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: ქალის და მამაკაცის ერთობა რომ ოჯახია, ეს კონსტიტუციით განსაზღვრული უნდა იყოს!
- +

17 აპრილი. 2017. 00:30


 

 

„არ მიგვაჩნია, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა იყოს დაკანონებული" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძგურმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.


ძიძიგურის განცხადებით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა.


„ასეთი ტიპის დეფინიცია არის სამოქალაქო კოდექსში და ეს ჩანაწერი გადაინაცვლებს კონსტიტუციაში, ამასთან დაკავშირებით კონსულტციები მიდის საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში.

 

მინდა ყველას შევახსენო და ვუთხრა, რომ ევროკავშირის 28 ქვეყანაში ეს საკითხი დისპუტის თემა იყო და ბევრ ქვეყანაში ძალიან აქტიური მსჯელობა და განხილვა მიდიოდა ამაზე. ზოგმა ქვეყანამ კონსტიტუციაში ჩანაწერი გააკეთა იმის შესახებ, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა, ზოგმა არ გააკეთა, ზოგმა კი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ეს ქვეყნის სუვერენული უფლება გახლავთ. აქ მთავარი ის არის, რომ ამ საკითხს აშშ და ევროპის ყველა ქვეყანა ეხმაურება, აქტუალურია, მსგავსია საქართველოშიც. გვესმის უამრავი კრიტიკა, თუ რა საჭიროა ამის ჩაწერა კონსტიტუციაში, ამით ირღვევა უფლებები, ერთი პარტია ამას ამბობს, მეორე პარტია კი ამბობს, რომ არ ირღვევა უფლებები, თუმცა ლგბტ თემის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ კონსტიტუციაში ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა მომავალში ერთნაირსქესიანთან ქორწინების დაკანონების აკრძალვაა. ჩვენ კონსერვატორები და კონსერვატიულად განწყობილი მოქალაქეები, პარლამენტარები და პოლიტიკოსები სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას. არ მიგვაჩნია, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა იყოს დაკანონებული, სამართლებრივად ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი უზრუნველყოფა, ხოლო ქალის და მამაკაცის ერთობა რომ ოჯახია, ეს კონსტიტუციით განსაზღვრული უნდა იყოს", - აცხადებს ძიძგური.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner