logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: რუსეთი აფხაზეთიდან წასვლას არ აპირებს...
- +

19 აპრილი. 2017. 14:54


 

„თუ არის შანსი, რომ რუსეთმა რაღაცის სანაცვლოდ ტერიტორიები დააბრუნოს, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვსინჯოთ", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა და სოხუმში ლავროვის ვიზიტს გამოეხმაურა.


როგორც მჟავანაძე აღნიშნავს, აუცილებელია რუსეთთან უფრო მეტი დიალოგი, რადგან აბაშიძე-კარასინის დიალოგმა თავისი რესურსი ამოწურა და სხვა ნაბიჯზე გადასვლაა საჭირო.


„ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია და ეს გახლავთ მცოცავი ანექსიის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს მიმართ. თუ იმ საელჩოს მასშტაბებით ვიმსჯელებთ, რომელიც სოხუმში აშენდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სოხუმიდან და აფხაზეთიდან წასვლას არ აპირებს. მას საკმაოდ დიდი და შორსმიმავალი გეგმები აქვს აფხაზეთში.

 

გასაგებია, თუ ვისთან გვაქვს საქმე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა საუბრობდეს რუსეთთან. ჩვენ გვახსოვს, რომ პუტინის მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აბაშიძე-კარასინის დიალოგმა თავისი დრო მოჭამა. როდემდე უნდა იყოს საუბარი კომბოსტოზე, მწვანილზე და ღვინის გატანაზე? ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ აფხაზებს და ოსებს არავინ არაფერს ეკითხება, 20-30 წლის შემდეგ კი შეიძლება აფხაზი და ოსი ეთნოსი იმ ტერიტორიაზე საერთოდ აღარ იყოს, გაქრეს.

 

თუკი რუსეთი არაფერზე არ მოდის, მასთან საუბარი ზედმეტია და ისინი არ აპირებენ ამ ტერიტორიების დაბრუნებას, მაშინ რუსეთთან სხვა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ერთ ადამიანიც აღარ დარჩება საქართველოში, რომელიც რუსეთთან დიალოგის მომხრე იქნება", - აცხადებს მჟავანაძე.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner