logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: აღარ მეშინია, რომ ჩემს შვილს ჯიბეში რაღაცას ჩაუდებენ - ეს ცოტას ნიშნავს?!
- +

22 აპრილი. 2017. 18:35


 

„დღეს მე მორალური უფლება არა მაქვს, ვიწუწუნო", - განაცხადა პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ ჟურნალ „გზასთან" საუბრისას.


IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 6% მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 56%-ის თქმით - გაუარესდა.


„არც არავის ცხოვრება მაინტერესებს, არც არავის ჯიბეში ვიყურები, მაგრამ ჩემი რეპრესირებული ოჯახის მაგალითიც საკმარისია იმის საბუთად, თუ როგორც შეიცვალა მდგომარეობა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რა მივიღეთ და რა დავკარგეთ. საზოგადოებას უნდა შევახსენო, რა დღეში იყო ათეულობით ოჯახი სააკაშვილის რეჟიმის დროს და მათ შორის ვიყავით ჩვენც: არ დაგვაკლეს ციხე, დევნა, შევიწროება, ცილისწამება... ყველა გზა მომიჭრეს, უნივერსიტეტიდანაც კი გამიშვეს, სადაც წლების განმავლობაში ვასწავლიდი. ერთადერთი სასწავლებელი დარჩა, სადაც წნეხს გაუძლეს და სამსახურიდანაც არ გამიშვეს, სადაც დღემდე ვმუშაობ. ჩემი ძმა ცნობილი კომპანიის მომარაგების უფროსი იყო და როგორც კი გლდანის ციხესთან შიმშილობა გამოვაცხადე, იმ წუთშივე გაუშვეს სამსახურიდან. ჩემი შვილი ვერსად დადიოდა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებას დაქირავებული ჰყავდა ხალხი, რომელსაც პირდაპირ ავალებდნენ ურჩი ოჯახის წარმომადგენელთა „გაფუჭებას". ჩემი შვილები შეკერილი ჯიბეებით გადიოდნენ სახლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან შეხება საერთოდ არ ჰქონიათ. ჩემი და ჩემი ბევრი მეგობრის მაგალითზე დაყრდნობით ვამბობ, რომ საქართველოში ახლა უკეთესი მდგომარეობაა. ამიტომ, მორალური უფლება არა მაქვს, ვიწუწუნო. ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ციხეებში არ იტანჯებიან და აღარ მეშინია, რომ ჩემს შვილს ჯიბეში რაღაცას ჩაუდებენ - ეს ცოტას ნიშნავს?" , - აღნიშნა ლალი მოროშკინამ.

 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner