logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ასეთ აქტიურობას არ ველოდი, ეს სიურპრიზი აღმოჩნდა!
- +

27 აპრილი. 2017. 03:03



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „მოამბეს" განუცხადა, რომ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსის ფარგლებში „მაუწყებელში" 153 განაცხადი შევიდა.

 

„ასეთ აქტიურობას არ ველოდი, ეს სიურპრიზი აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის, არამედ ტელევიზიის თანამშრომლებისთვის, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ეს ნიშნავს მაღალ კონკურენციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მაუწყებელში დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი. მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც ამ კომისიას ენდნენ და განაცხადები შემოიტანეს. კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ ხარისხით, მხოლოდ საზოგადოების და ტელევიზიის ინტერესებიდან გამომდინარე, არავითარი სხვა ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობენ სხვა ტელევიზიების წარმომადგენლებიც.

 

ყველა გადაცემა უნდა იყოს საინტერესო, ყურებადი და შეუწყოს ხელი ახალგაზრდებს, ბავშვებს ცოდნისა და შემეცნების გაღრმავებაში. აქ იგულისხმება გართობა, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საქმიანობასთან და ამას ენიჭება პრიორიტეტი.

 

ფორმალურობა ითვალისწინებს, რომ დირექტორს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად. აღმასრულებელმა საბჭომ კი გადაწყვეტილება მიიღო, მოვიწვიეთ კომისია, რომლის 8 წევრი ტელევიზიის თანამშრომელია - რეჟისორები, პროდიუსერები, სცენარისტები და ამ დარგის სპეციალისტები, რომლებიც არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები, ასევე მოვიწვიეთ ოთხი ადამიანი. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ჩვენ უნდა ვენდოთ. ისინი გამოიტანენ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ის, რაც იქნება საინტერესო, იქნება საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner