logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი ეკა კვესიტაძეს: ელემენტარულად არ გინდათ მოისმონოთ... პროპაგანდას ეწევით!
- +

28 აპრილი. 2017. 01:00



უმრავლესობის დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე ისაუბრა. სესიაშვილის განცხადებით, მის შვილს დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს.


„მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორც მშობელი, როგორც თანამდებობის პირი. თქვენ მე მეძახით გადაცემაში, მიფრიალებთ რაღაც ამობეჭდილ დოკუმენტაციას. ელემენტარულად არ გინდათ მოისმონოთ... პროპაგანდას ეწევით, ამ პროპაგანდაზე ახსნა არ გაქვთ არც თქვენ, არც თქვენს ჟურნალისტებს. არც მალაპარაკებთ.

 

არავითარ გამოკითხვაზე ჩემი შვილი არ ყოფილა. ამ ფაქტის შესახებ არც მე და არც მან არაფერი ვიცოდით. ჩვენმა ცნობილმა ცილისმწამებლებმა ააგორეს პოლიტიკური კამპანია და დაიწყეს ბინძური, ამორალური ქმედება. ეს იყო ამორალური ქმედება. ამ ამორალურობის გადაფარვას ცდილობთ თქვენც, „რუსთავი 2"-ც. მთელი ეს პროპაგანდა მიმართულია იქით, რომ „გააპრავოთ" ეს პროოაგანდა, „გააპრავოთ" ამორალურობა. ჩემი შვილი აბსოლუტურად მართალია. მას არანაირი შეხება არ აქვს დანაშაულთან",- მიმართა სესიაშვილმა კვესიტაძეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner