საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემა "რეაქციაში" საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. ბესელიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი არაკონსტრუქციულია.
„არავინ არავის არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ის რომ ძალიან არაკონსტრუქციულია პრეზიდენტი ცხადია. დაპირისპირება და წინააღმდეგობა საკონსტიტუციო კომისიასთან პრეზიდენტის მხრიდან რომ დაიწყო ეს ნათელია პირველივე დღიდან. პრეზიდენტი რომელ სამიზნე ჯგუფსაც აირჩევს იმას შეხვდება, მაგრამ ის ღიად დაუპირისპირდა კომისიას, ვინაიდან კომისიის თანათავმჯდომარე არ იყო. ეს იყო მისი მთავარი მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ეს არ მიიჩნევა გააზრებულ და სწორ ქმედებად", - განაცხადა ეკა ბესელიამ.