logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: მერია აკეთებს ყველაფერს, რომ „დედაქალაქი ფილტვები“ იყოს ჯანმრთელი!
- +

2 მაისი. 2017. 21:55


 

თბილისის საკრებულოში მერიის წარმომადგენელმა ოთარ აბესაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალმა თაობამ მწვანე ქალაქში იცხოვროს.

 

„ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, სოლოლაკში. ჩემთვის ყველაზე მიუღებელია ვიცხოვრო ბეტონის ჯუნგლებში.

 

დედაქალაქი ცენტრში აღარ გაიცემა ნებართვა მაღალსართულიანი მშენებლობებზე. მე ყველაფერს გავაკეთებ, მერიის მხარდაჭერით, რომ დედაქალაქის მწვანე პოლიტიკა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. მერია აკეთებს ყველაფერს, რომ "დედაქალაქი ფილტვები" იყოს ჯანმრთელი", - განაცხადა აბესაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner