საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა რეაქციაში განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე ქუჩაში ვიდექით, კიდევ დიდხანს დავრჩებოდით ქუჩაში, სულ ქუჩაში დავრჩებოდით."
„ჩვენ ძალიან დიდხანს ვერ წავალთ წინ, როდესაც იქნებიან ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები. უმჯობესია გადავგდათ ნაბიჯები წინ, მზად ვართ რომ პოლიტიკური ველი გახსნილი იყოს ყველასთვის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე ჰგონია თუ არა ხელისუფლებას, რომ 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩება, ეკა ბესელია პასუხობს, რომ არა.
„ასეთი განცდა და ასეთი შინაგანი რწმენა გულწრფელად გეუბნები, რომ არ გვაქვს. მე არასერიოზულად აღვიქვამდი ასეთ განცდას. ჩვენ ვიქნებით იქამდე ხლეისუფლებაში ვიდრე ამას გადაწყვეტს მოსახლეობა. ამ ქვეყანაში გარანტირებული იქნება დემოკრატიული არჩევანი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.