logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი ნიკა გვარამიას: ხან კვესიტაძეს შეუვარდები ეთერში, ხან გაბუნიას - ვინ მოგცა უფლება?!
- +

3 მაისი. 2017. 00:42




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა „არჩევანის" წამყვანს გიორგი გაბუნიას შემდეგი სიტყვებით მიმართა:


„გვარამია მთელი ცხოვრება ჟურნალისტებს თავისუფლებას გიზღუდავთ. ეს მთელმა მსოფლიომ იცის", - მიმართა ქუცნაშვილმა გაბუნიას.


ქუცნაშვილმა ასევე ნიკა გვარამიასაც მიმართა და მოუწოდა, ჟურნალისტებზე ძალადობას თავი დაანებოს.


„დაანებე ჟურნალისტებზე ძალადობას თავი! ხან კვესიტაძეს შეუვარდები ეთერში, ხან გაბუნიას, ვინ მოგცა უფლება, რომ ქართულ ჟურნალისტიკაზე ძალადობ?! დირექტორის თანამდებობას ბოროტად იყენებ და ძალადობ საკუთარ ჟურნალისტებზე", - მიმართა ქუცნაშვილმა ნიკა გვარამიას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner