logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: უზრდელი ხარ - გათამამდი ამ ბოლო პერიოდში!
- +

3 მაისი. 2017. 00:49




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გადაცემა „არჩევანში" დებატების დროს შემდეგი სახის ტექსტით მიმართა:

 

„უზრდელობას მოეშვი, ძალიან გაუზრდელი ხარ შენ და რომ არ მოგხვდა ცხვირში კარგად, იმიტომ ხარ გაუზრდელი, გაუზრდელი ბიჭი ხარ და გათამამდი ამ ბოლო პერიოდში", - მამართა ქუცნაშვილმა გვარამიას.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ასევე იუსტიციის საბჭოს განცხადებაც შეაფასა.

 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო იძახის შემიფასეთ, გვარამია რასაც ამბობს სტანდარტებთან შესაბამისობაში არის თუ არაო და დაიწყეთ ეს ორდღიანი ვაქხანალია", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner