საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გადაცემა „არჩევანში" დებატების დროს შემდეგი სახის ტექსტით მიმართა:
„უზრდელობას მოეშვი, ძალიან გაუზრდელი ხარ შენ და რომ არ მოგხვდა ცხვირში კარგად, იმიტომ ხარ გაუზრდელი, გაუზრდელი ბიჭი ხარ და გათამამდი ამ ბოლო პერიოდში", - მამართა ქუცნაშვილმა გვარამიას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ასევე იუსტიციის საბჭოს განცხადებაც შეაფასა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო იძახის შემიფასეთ, გვარამია რასაც ამბობს სტანდარტებთან შესაბამისობაში არის თუ არაო და დაიწყეთ ეს ორდღიანი ვაქხანალია", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.