logo_geo
eng_logo
„სააკაშვილი ბოკერიაზე ეჭვიანობს“
- +

5 მაისი. 2017. 18:14


 

მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ცდილობს ტელეკომპანიიდან ნიკა გვარამიას ჩამოშორებას", - ამის შესახებ for.ge წერს და „რუსთავი 2"-ისა და მის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

 

სააკაშვილი ბოკერიაზე ეჭვიანობს და დარწმუნებულია, რომ გენპროკურორის ყოფილი მოადგილე გვარამია საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ბოკერიას ფრთის ქვეშ აპირებს გამაგრებას. შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ როგორც იტყვიან, ყველაფერს თავისი დრო აქვს. უფრო სწორი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ გვარამია საკუთარ თამაშს თამაშობს და ცდილობს, თავად კარნახობდეს ყველას საკუთარი პირობებს. ფაქტი ისაა, რომ გვარამიას სააკაშვილთან დაპირისპირების ნიშნები უკვე ნათლად შეინიშნებოდა, როცა იგი ძმებს, გიორგი და ლევან ყარამანაშვილებს საჯაროდ დაუპირისპირდა.

 

23 მარტს ძმებმა, ლევან და გიორგი ყარამანაშვილებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში საკუთარი წილების 40%-ის კოლექტივისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განაცხადეს. ამ შეთავაზებას არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კონტრწინადადებით უპასუხა და ყარამანაშვილებს მათ მფლობელობაში არსებული „ტელეკომპანია საქართველოს" 51%-იანი წილის დათმობა მოთხოვა. გვარამია თვლიდა, რომ ყარამანაშვილების შეთავაზება არსებულ ვითარებას არ ცვლიდა. გვარამიას განცხადებას ისევ განცხადება მოჰყვა - ყარამანაშვილების მხრიდან და ეჭვების გასაქარწყლებლად „რუსთავი 2"-ის კოლექტივს „ტელეკომპანია საქართველოს" 51% შეთავაზეს.

 

გვარამიამ მეტი მოინდომა და ყარამანაშვილებს წილების გადასაფორმებლად ახალი შპს -„რუსთავი 2 ჩემია" შეთავაზა. მოთხოვნა ამჯერად ყარამანაშვილებისთვის აღმოჩნდა მიუღებელი, რამაც შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო ცხადი გახადა.

 

„ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ, ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ, იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ... ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას", - შეუთვალა ყარამანიშვილებს გვარამიამ და ამით გასრულდა ეს გულისამაჩუყებელი ისტორია.

 

ცხადია, „რუსთავი 2 ჩემია"-ს შექმნის შემთხვევაში გვარამია „ტელეკომპანია საქართველოს"დირექტორობას უმიზნებდა და მას უკვე, როგორც დირექტორს, შესაძლებლობა ექნებოდა, მონაწილეობა მიეღო „რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრებაში.

 

რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, რომ ყარამანაშვილებისა გვარამიას დაპირისპირება ყარამანაშვილებსა და გვარამიას დაპირისპირებას ნიშნავს. ყარამანაშვილების როლი ტელეკომპანიაში იმთავითვე ნომინალური იყო, რამეთუ ძმები იმთავითვე სააკაშვილს ახმოვანებდნენ.

 

თავის დროზე, გვარამიამ წარმატებით მოახერხა სააკაშვილის დარწმუნება და ტელეკომპანიის მართვას ჩამოაცილა ისედაც ფიქტიურად მმართველი ყარამანაშვილები და „რუსთავი 2"-ის ფინანსებზე კონტროლი სრულად აიღო. გვარამია დიდძალ შემოსავალს იღებდა „რუსთავი 2"-დან და, რაც მთავარია, მას ფინანსურ ნაკადებს არავინ უკონტროლებდა.

 

მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2"-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში დასახელდა, ყველაფერი საბოლოოდ თავდაყირა დადგა - ნაციონალებს ხელიდან ეცლებოდათ პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღი. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ნაციონალების პოლიტიკურ მომავალი  „რუსთავი 2"-ის სასამართლო გადაწყვეტილებამდეც ბევრად ადრე დადგა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ", - წერს გამოცემა. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner