ჟურნალისტმა მალხაზ გულაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბევრად მეტი დანაშაული ხდებოდა, ვიდრე ახლანდელი ხელისუფლების დროს. მისი თქმით, დღეს არავის ეშინია, რომ სახლიდან გავლენ და სახლში ვერ მივლენ.
„დღეს არავის ეშინია, რომ შვილს მოსტაცებენ, ან შვილს დაიჭერენ მამის ნაცვლად. არ აქვთ იმის საფრთხე, რომ ორი სპეცსამსახურის თანამშრომელი დახვდება და ჩაუდებს ნარკოტიკს პოლიტიკური ოპონენტობის გამო", - განაცხადა გულაშვილმა.