„მეუფე პეტრემ ჩემს მიმართ გაიმეორა ის რიტორიკა, რასაც წლების განმავლობაში ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა და მეუფე პეტრეს ბრალდებებს გამოეხმაურა, კაკაბაძისა და „მხედრიონის" კავშირების შესახებ.
„რას ნიშნავს, ნანა კაკაბაძე „მხედრიონში" იყო? ქუჩაში დავრბოდი და ადამიანებს ვძარცვავდი? მე „მხედრიონში" კი არა, იმ ადამიანებთან ვიყავი მაშინ, ვინც ქვეყნის ერთიანობას შესწირეს თავი. მე ვიცავდი იმ ოჯახებს, რომლებსაც წარმომადგენლები დაეხოცათ ომში. რას ჰქვია „მხედრიონი"? სად მნახა მეუფე პეტრემ, შეიარაღებული რომ დავდიოდი და ხალხს ვძარცვავდი?! და თვითონ სად იყო მაშინ მეუფე პეტრე, იქნებ ეგეც გვითხრას.
მაქვს ინფორმაცია და მისთვის არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება ეს ინფორმაცია. ჯობია, თვითონ ისაუბროს. მე იქ ვიყავი, სადაც წინა ხაზი იყო, თვითონ სად იმყოფებოდა, ეგეც თქვას. ის ჯერ კიდევ ეპისკოპოსია და ამიტომ თავს შევიკავებ სხვა დეტალებზე საუბრისგან", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.