logo_geo
eng_logo
არჩილ ჭყოიძე: „რუსთავი 2”-ზე რუსული პროპაგანდაა
- +

12 მაისი. 2017. 21:33



„ერეკლე მეორეს" საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა გაზრდილია და ამას ხელს „რუსთავი 2" უწყობს.


„საქართველოში რუსული პროპაგანდა უდაოდ გაზრდილია და ამ პროპაგანდას ეწევიან ის ადამიანები, რომლებიც პროდასავლურად წარმოადგენენ თავს და რეალურად დაახლოებულნი არიან რუსეთთან და ყველაზე ხშირად ასეთ პიროვნენებს ჩვენ ვხედავთ რუსთავი 2-ზე ანუ იმ ტელევიზიის ეთერში, რომელიც პროდასავლურად მოიაზრება. კერძოდ ასეთი პიროვნებაა რესპუბლუკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც გამოდის და გვეუბენება, რომ როგორი პროდასავლელია და ამ დროს 1984 წელს პირდაპირ თანამშრომლობდა კაკებესთან, აქვს დაწერილი „მონანიება" და დაასმინა შემდომში მთელი რესპუბლიკური პარტია" , - განაცხადა ჭყოიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner