პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვის პროცესი არის უპრეცედენტოდ გახსნილი და ეს არის ამ განხილვის მხოლოდ პირველი ეტაპი
„ყველაზე აქტუალური საკითხი იყო ე.წ. ბონუსის სისტემა, რასთან დაკავშირებითაც საუბარი იყო მათ შორის თეორიულ ვარიანტებზე, რომელიც შეიძლება უსამართლოდ მოგვეჩვენოს. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ბონუსთან მიმართებით გვექნება დაწესებული გარკვეული ზღვრები, რათა თეორიული რისკები გამოირიცხოს",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ რისკებიც განმარტა და აღნიშნა, რომ შეიძლება თეორიულად მოხდეს ისე, რომ გამარჯვებულმა პარტიამ აიღოს არჩევნებში 30% და ბონუსის წყალობით, მანდატების 70%
„ზედმეტად დიდი დისპროპორციის კუთხით ვსაუბრობ, ანუ შეიძლება თეორიულად მოხდეს ისე, რომ გამარჯვებულმა პარტიამ აიღოს არჩევნებში 30% და ბონუსის წყალობით, მან შეიძლება მიიღოს მანდატების 70%. ეს არის ერთ-ერთი თეორიული ვარიანტი. ასეთი თეორიული ვარიანტები ჩვენ მარტივად შეგვიძლია გამოვრიცხოთ ზღვრების დაწესებით. ეს შეიძლება იყოს ფარდობითი ზღვარი, შეიძლება იყოს აბსოლუტური ზღვარი, დაწესებული გაუნაწილებელი მანდატების კუთხით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.