საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრაქტიკულად პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება, მაგალითად ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის საომარი ვითარების, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სამხედრო ძალების გადაადგილება.
„კონსენსუსი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი პრეზიდენტი ერთი ვადით არის არჩეული და მას შეიძლება, მიეცეს მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობა. ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, პოლიტიკური კომპრომისის სახით, ჩვენ შეიძლება, ჯერ სრულფასოვნად არ ავამოქმედოთ ის სისტემა სრული სახით, რომელიც არის წარმოდგენილი. მე პირადად მგონია, რომ 6 წლით გადავადება სისტემისთვის კარგი არ იქნება.
დაძლევაც გამორიცხულია, ანუ ამ შემთხვევაში აბსოლუტური ვეტოს უფლება აქვს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა თუ ხელი არ მოაწერა შესაბამის აქტს, ვერც საომარი მოქმედება ვერ გამოცხადდება, ვერც სამხედრო ძალები გადაადგილდება. ხშირად იყენებენ ხელისუფლებები, მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მექანიზმს, რათა ჩაახშონ ვთქვათ ოპოზიციის პროტესტი. ასეთი ნეგატიური პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული, მაგალითად, ეს კონკრეტული ბერკეტი, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს, როგორც ნეიტრალურ არბიტრს, ჰქონდეს ასეთი გადაწყვეტილებების გადამოწმების და საჭიროების შემთხვევაში, დაბლოკვის, ვეტოს დადების შესაძლებლობა, რაც არის შენარჩუნებული სრულად კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც", - განახცადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, როცა რეალურად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არის აუცილებელი ვითარების დეესკალაციისთვის და ამას არ აკეთებს პრეზიდენტი, მიუხედავად მთავრობის წარდგინებისა, ასეთი უმოქმედობა შეიძლება გახდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი.