logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებთან ნებისმიერი შეთანხმება არალეგიტიმურია!
- +

22 მაისი. 2017. 14:06


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც 18 მაისს მოეწერა ხელი.


როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და აქტუალობას არ დაკარგავს მანამ, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.


„ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა, რომელიც აქტუალობას არ დაკარგავს მანამდე, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი. რაც შეეხება შეთანხმებას რუსეთისა და აფხაზეთის შს ორგანოებს შორის, საკმაოდ რთული პროცესია.  რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შეთანხმება ოკუპირებული აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის მთავრობასთან - არალეგიტიმურია და საერთაშორისო სტანდარტებს სცდება.  საერთაშორისო თანამეგობრობის განაცხადი არის ერთმნიშვნელოვნად მკაფიო და მყარი. გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული.

 

ასევე, მინდა გითხრათ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, როდესაც ძალიან მოკლე ხანში აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები და თვით პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ და გაკეთდა მკვეთრი, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ეს გახლავთ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ეს პრობლემა საერთაშორისო სტანდარტებისა  და თანამეგობრობის ჩართულობით მოგვარდეს. ამერიკა, რა თქმა უნდა, არის სტრატეგიული პარტნიორი და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. აქტიურად იღვწის ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანებისკენ.

 

ამერიკის მხრიდან ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი. შედგა მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც ქვეყნის პერსპექტივას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს", - განაცხადა ხუნდაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner