logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: მარგველაშვილი არა პრეზიდენტის ფუნქციას, არამედ ოპოზიციონერის როლს ასრულებს...
- +

22 მაისი. 2017. 14:33



„ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მოვეფეროთ, მათ ვერაფერს დავაბრალებთ. კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც ქვეყნის პრობლემები აწუხებთ და ჩართულნი არიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, შეიძლება მცდარად, მაგრამ გარედან არ უყურებენ ჩვენთან მიმდინარე პროცესებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვების შესახებ ისაუბრა.


ის თბილისში ჩაშლილ განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაჟღერებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით უმრავლესობაც სხვადასხვა მოსაზრება აქვს.


„განხილვები საყოველთაოა, ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შედგენილი სიები, ისე როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, ყველას შეუძია მოსვლა.

 

რაც შეეხება თვითონ მოთხოვნას, მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაშიც" ეს საკითხი ყოველთვის აქტიურად იდგა. დღეს კი უმრავლესობაში უმეტესობა თვლის, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს. ზოგადად, არაფერი ისეთი ზებუნებრივი მოთხოვნა არავის გააჩნია.

 

რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის კომუნისტების დაძახებას, საერთოდ გამოთქმები ყოველთვის კორექტული უნდა იყოს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხრიდან, ეს ჩვენი სტილი არაა, ესაა ოპოზიციის სტილი. პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდა ადამიანია და ალბათ ემოციებს აჰყვა.

 

პრეზიდენტის ჩართულობას რაც შეეხება, საერთოდ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტზე ნაკლებად სალაპარაკოა. თავისი თავი თვითონ გაიყვანა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ახლა კი არა პრეზიდენტის ფუნქციას, არამედ ოპოზიციონერის როლს ასრულებს, ამ ქვეყანაში ისედაც საკმაოდ ბევრი ოპოზიციონერია", - განაცხადა ჭიჭინაძემ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner