logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: ნორმალურია აზრთა სხვადასხვაობა და ერთმანეთის მიმართ კრიტიკა
- +

19 თებერვალი. 2016. 15:14


სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" სხვადასხვა პარტიებია გაერთიანებული და ბუნებრივია, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მისივე თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს.


„ცნობილია, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი „რესპუბლიკელებისადმი" აგრესიას გამოხატავს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. მართალია, პარტიებს შორის არის დაპირისპირებები, მაგრამ ეს არის კოალიცია, გაერთიანებულია პარტიები და ბუნებრივია, რომ რიგ შემთხვევებში შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ. ისინი გაერთიანდნენ, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა და ერთმანეთის მიმართ კრიტიკა, ბუნებრივია, იქნება, ეს ნორმალურია", - ამბობს ბიგვავა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner