„ვისურვებდი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სახელი ღირსეულად გვეტარებინოს თავისუფალ მოქალაქეებს", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ენერგეტიკის მინისტრმა 26 მაისი მთელ საქართველოს მიულოცა.
„26 მაისი ეს არის ჩვენი წინაპრებისთვის, საქართველოსთვის თავდადებული მამულიშვილებისთვის სანუკვარი დღე. 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დღე და კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს გულშემატკივრობს. მე ვისურვებდი ერთს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სახელი ღირსეულად გვეტარებინოს თავისუფალ მოქალაქეებს",- განაცხადა კალაძემ.