logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: დღეს, როცა ყველანი ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულნი, ძალიან მიხარია!
- +

26 მაისი. 2017. 13:55


 

„მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ და რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრეზიდენტმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და შვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა. გიორგი მარგველაშვილმა მოქალაქეებს 26 მაისი მიულოცა.


„მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როცა ყველა ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ და რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით. მოხდა გარდატეხა და ვიხსენებ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაშინაც უხაროდათ ეს დღე. დღესაც, როცა ყველანი ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულნი, ძალიან მიხარია და ყველას გილოცავთ, ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner