logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ვმუშაობთ, რომ თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს გამოყოფილი
- +

27 მაისი. 2017. 11:40


 

 

 „ვმუშაობთ, რომ თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს გამოყოფილი", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც საქართველოს იზორიამ აღნიშნა, NATO-ს მთავარი მოთხოვნაა, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%.


„ჩვენ ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, ალბათ, ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო დიდი უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ მემკვიდრეობით გვერგო ძველი საბჭოთა ტექნიკა, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება გადაიარაღება, ეს კი მნიშვნელოვანწილად თანხებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი. როდესაც ფინანსებზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი NATO-ს მიერ განსაზღვრული გახლავთ ის, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20% იყოს აღჭურვილობაზე მიმართული. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. თუ უწინ თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2% იყო აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული, დღეს ამა წლის ბიუჯეტით ეს არის 6%, ანუ 3-ჯერ მეტი გახდა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა და ეს განსაზღვრულია ჩვენი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, რომ მივუახლოვდეთ NATO-ს სტანდარტს სწორედ 3 წლის განმავლობაში და აღჭურვილობის დაფინანსება 20%-იანი ნიშნული გავხადოთ", - ამბობს იზორია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner