logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: შს მინისტრის შეცვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია
- +

27 მაისი. 2017. 13:34




ლევან იზორიამ განცხადა, რომ შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეცვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია.


როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, საფუძველს მოკლებულია ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეცვლის.


„ამაზე მე რამდენჯერმე დამისვეს კითხვა და მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული", - აცხადებს იზორია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner