საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა, რომ სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველას ინტერესებში შედის.
„მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო. სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის. მეორე მხრივ, ეს პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე სხვა სახელმწიფოებისა და მეზობლების სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემის ძირეულ პრინციპებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაში: „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017".