logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“-დან გათავისუფლებულია ასამდე თანამშრომელი, სამსახურიდან წასვლას არც ნიკა გვარამია გამორიცხავს
- +

2 ივნისი. 2017. 11:38



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-­მა რეორგანიზაციის ფარგლებში ასამდე თანამშრომელი გაათავისუფლა. დაიხურა გადაცემები, თანამშრომლებს შეუმცირდათ ხელფასები.


სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, კრიზისი კომპანიის ფინანსების რამდენიმეთვიანმა ყადაღამ გამოიწვია.


რეორგანიზაცია ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია, რამდენიმე თვეა, კომპანია ყადაღის რეჟიმშია, არ გვაქვს ხელმისაწვდომობა საბანკო რესურსებთან, შესაბამისად, კრიზისიც მოსალოდნელი იყო. საჭიროა ხარჯების და შემოსავლების ოპტიმიზაცია, კრიზისის მოსაგვარებლად გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, ვფიქრობთ სხვადასხვა მიმართულებით, მე ვეცდები ბოლომდე, მაგრამ თუ ადამიანი ვერ შველის სიტუაციას, ობიექტური მიზეზებიც რომ იყოს, არ შეიძლება, ბოლომდე იქ იყოს", - განაცხადა „ფორტუნასთან" საუბარში ნიკა გვარამიამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner