logo_geo
eng_logo
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
- +

4 ივნისი. 2017. 10:33




ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს.

 

„ამ დროისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს, 6 ადამიანია დაღუპული, სულ მცირე 20 კი ლონდონის 6 სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებენ პოლიციაში.


ლონდონში, ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner