logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ტერეზა მეისთან ერთად მუშაობას გააგრძელებს საერთო მიზნების მისაღწევად
- +

10 ივნისი. 2017. 11:40



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერს ტერეზა მეის 8 ივნისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა.


პრეზიდენტმა ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ერთგულია აშშ-დიდ ბრიტანეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების და იმედოვნებს, რომ ტერეზა მეისთან ერთად მუშაობას გააგრძელებს საერთო მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


8 ივნისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, კონსერვატიულმა პარტიამ 318 მანდატი მოიპოვა და პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ტერეზა მეიმ კოალიციური მთავრობა შექმნა ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ-იუნიონისტურ პარტიასთან, რომელმაც ბრიტანეთის პარლამენტში 10 მანდატი მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner