logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ვის რაში სჭირდებოდა მუხთარლი?! მასზე მნიშვნელოვანი ფიგურა მისი ცოლია
- +

10 ივნისი. 2017. 13:12


 

„ვინ არის აფგან მუხთარლი, რას საქმიანობდა საქართველოში და ვინ შეიძლება იდგეს მისი გატაცების უკან", - ამ საკითხებზე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „სარკესთან" ისაუბრა.


„ვის რაში სჭირდებოდა მუხთარლი?! ყოველ შემთხვევაში, ისეთი არაფერი ხდებოდა მასთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ გაეკეთებინათ. მისი ცოლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე თვითონ ის.

 

რა მოხდა, ამაზე მილიონი რამ შეიძლება ვიფიქროთ - შეიძლება თვითონ აწყობს, რომ მოტაცების ვერსიაზე ილაპარაკოს, შეიძლება საზღვარზე მართლაც ფულის გადაცემას აპირებდა და მაშინ დააკავეს და ა.შ.

 

ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა სსრკ-ის დროს ამერიკიდან რუსებმა ადამიანები ასე მოტაცებით გაიყვანეს. რამდენჯერმე ისრაელის დაზვერვამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაიყვანა ადამიანი, მაგრამ ასეთ ფაქტებს ყოველთვის სერიოზული რეპრესიები მოჰყვებოდა ხოლმე იმ ქვეყანაში იმ ჩინოსნების მიმართ, რომლებმაც ეს დაუშვეს. ამერიკელებსაც გაუტაციათ, მაგალითად, გერმანიიდან... ასეთი ფაქტები ხდებოდა, რასაც მუდამ ახლდა დიდი სკანდალები.

 

„ნაციონალურ მოძრაობას" რომ აქვს ახლა ენა გამოყოფილი და ამ მთავრობაზე ლაპარაკობს, ეს რა შეურაცხყოფა მოგვაყენესო, ხომ არ დაგვავიწყდა, როგორ გადასცეს ჩეჩნები რუსებს საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად? ასევე ირანელი გადასცეს ამერიკელებს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner