logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ქვეყნებს შორის კედლის აშენება მიგრანტების პრობლემას ვერ მოაგვარებს
- +

11 ივნისი. 2017. 12:56


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების გეგმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კედლის აშენება მიგრანტების პრობლემას ვერ მოაგვარებს.


„ქვეყნებს შორის კედლის აშენება მიგრანტების პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა ეცადო, რომ ის პრობლემა მოაგვარო, რაც ხალხს საკუთარი ქვეყნის დატოვებას აიძულებს, ამ შემთხვევაში კედლის აშენება ვერ დაგვეხმარება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მერკელის თქმით, მსოფლიო ისტორიაში, კედლებსა და რკინის ფარდებს ქვეყნებისთვის კარგი არაფერი მოუტანია.


შეგახსენებთ, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივით დონალდ ტრამპი, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს გამოვიდა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner