logo_geo
eng_logo
ლონდონში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
- +

14 ივნისი. 2017. 15:40



ლონდონის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული.


ამ დროისთვის ჩვენ შეგვიძლია, ექვსი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დავადასტუროთ. თუმცა, ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას მოველით", - განაცხადეს ლონდონის პოლიციაში.


ლონდონის ჩრდილოეთ კენსინგტონის რაიონში „Grenfell  Tower"-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად საავადმყოფოებში 50 ადამიანია გადაყვანილი. ხანძარი ადგილობრივი დროით ღამის 1 საათზე დაიწყო 24-სართულიანი შენობის მეორე სართულზე და მალე მთელ სახლს მოედო. პოლიცია შიშობს, რომ შეიძლება დამწვარი სახლი ჩამოინგრეს.



 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner