ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია წინასაარჩევნო სამზადისს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ცესკო-მ არჩევნების თარიღი ტელევიზიით შეიტყო.
„არჩევნების თარიღის შესახებ ტელევიზიით შევიტყვეთ. კანონით დადგენილი პროცედურები არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება. რეგულაციები განსხვავებულია."- როგორც ჟვანია აღნიშნავს, პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს არ წარმოადგენენ, 25 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ და ცესკო-ს 1 აგვისტომდე მიმართონ.
„ჯერჯერობით, ასეთმა მხოლოდ ერთმა პარტიამ მოგვმართა. კვალიფიციურ პარტიებს ათასი ხელმოწერის წარმოდგენის ვალდებულება აქვთ. ხოლო პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ, მხოლოდ მიმართვა დასჭირდებათ
შეზღუდვები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც არჩევნები დანიშნულად იქნება ჩათვლილი. ეს საკითხი არჩევნების დღეზეა მიბმული. მედიის საარჩევნო რეჟიმი არჩევნებამდე 50 დღით ადრე ირთვება. საარჩევნო კოდექსში არსებობს მუხლები, რომლებიც მედიას უკავშირდება და საარჩევნო პერიოდში მედიის მონაწილეობასა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებზე პასუხისმგებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა. ამომრჩეველთა სიას რაც შეეხება, მონაცემებს წელიწადში 4-ჯერ სხვადასხვა უწყებები გვაწვდიან. ცესკო კი, სიის ფორმირებასა და კომპიუტერულ დამუშავებაზეა პასუხისმგებელი". - განაცხადა თამარ ჟვანიამ გადაცემაში 2030.