logo_geo
eng_logo
არიე დერი: ისრაელში არალეგალურად 79 000 ადამიანი იმყოფება, ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან
- +

22 ივნისი. 2017. 16:44



ისრაელის შს მინისტრის არიე დერი განცხადებით, ისრაელში არალეგალურად 79 000 ადამიანი იმყოფება, ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ტურისტებად შემოვიდნენ უვიზო რეჟიმის ფარგლებში და ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებიათ.


ინფილტრაცია აფრიკის ქვეყნებიდან სერიოზული პრობლემაა, თუმცა ჩვენ სხვა პრობლემის წინაშე დავდექით, არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ყოფილი სსრკ- ქვეყნებიდან არალეგალური მიგრაცია.

საქართველოდან და უკრაინიდან ჩამოსული ტურისტები ბენ-გურიონის აეროპორტიდან ავტობუსებით მიჰყავთ თელ-ავივში თავშესაფრის შესახებ განცხადებების მიღების ოფისში. ამგვარი განცხადების შეტანის შემდეგ შეუძლებელია მათი დეპორტირება, ვიდრე კომისია განაცხადს არ განიხილავს და ოფიციალურ პასუხს არ გასცემს.

ეს პროცესი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და შუამავლები 5000 აშშ დოლარს იღებენ არალეგალების მიღებასა და პირველად მოწყობაზე", - განაცხადა არიე დერიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner